პროქეთტის სახელწოდება:ენერგიის წყაროები მათი გამოყენება და ბუნების დაცვა.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით;ენერგიის წყაროების დადებითი და უარყოფითი მხარეებისდადგენა. ამ წყაროების ეფექტურიგამოყენება და ბუნების დაცვა.
პროექტის აქტუალობა;პროექტის აქტუალურობა მდგომარეობს იმაში რომ, დღეს-დღეობით აქტიურად ვიყენებთ სხვადასხვა სახის ენერგიას თუ კი გვეცოდინება ენერგიის წყაროების დადებითი და უარყოფითი მხარეები შევძლებთ მათ სწორ გამოყენებას რაც დადებითად იმოქმედებს გარემოზე.
პროექტის მიზნები; პროექტის მიზანია ბავშვებმა დააგინონ თუ სად და როგორ ვიყენებთ ენერგიას. შეადარონ ძველად ენერგიის გამოყენება დღევანდელ დღეს ენერგიის გამოყენებას. მოიპოვონ ინფორმაცია ენერგიის წყაროების შესახებ. დაყონ ისინი ჯგუფებად. წარმოაჩინონ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციონ რა მავნე გავლენის მოხდენა შეუძლია ენერგიის წყაროების არა რაციონალურ გამოყენებას. პროექტის მიზანი არა მარტო თეორიული ცოდნის გაღრმავებაა არამედ იმ გზების გამოძებნაა რომლებიც შეამცირებენ ენერგიის წყაროების მავნე ზეგავლენას გარემოზე.
მონაწილეთა ასაკი;12-15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა;2011 წლის 1 ოქტომბერი-1 ივლისი.
შედეგები, რამოსალოდნელი /პროექტებიც შეიძლება შეიქმნას;ბავშვები მოიპოვებენ ინფორმაციას ინტერნეტში ენერგიის წყაროების შესახებ. დაყოფენ მას ჯგუფებად მოახდენენ შედარებას თუ რომელი ენერგიის წყაროს გამოყენება არ უქმნის საფრთხეს გარემოს.ბავშვები სოფლის რომელიმე ადგილს აირჩევენ და იქ დარგავენ ნერგებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები;კომპიუტერი, ფოტოაპარატი, მარკერები,პასტები,ბარები, ვედროები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები);გახსნიან ბლოგს, მოიპოვებენ ინფორმაციას, მოაწყობენ ფოტო გამოფენას, დარგავენ ნერგებს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ საწავლო გეგმასთან კავშირი;გეოგრაფია, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ინგა შარაბიძე;
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ingasharabidze@gmail.com
პროექტის ვებ გვერდი:sharabidzeinga.blogspot.com